Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა რუსთაველი და “ვეფხისტყაოსანი” საკოლექციო სერიაში

27 იანვარი, 2018

შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანიშოთა რუსთაველი და მისი “ვეფხისტყაოსანი” 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორიგინალურდ იქნება წრმოდგენილი. საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარსადგენად კომპანია „გეოპლანტი“ ამზადებს „პრინცი გურიელი“-ს საკოლექციო სერიას „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 30 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის თანახმად, ხელოვნების სასახლე კომპანია „გეოპლანტს“ გადასცემს შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილ უნიკალურ საარქივო მასალებს, გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს.

კომპანია „გეოპლანტი“ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარსადგენად, ამზადებს „პრინცი გურიელი“-ს საკოლექციო სერიას „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“.

საკოლექციო სერია ჩაის ცხრა სახეობას მოიცავს. მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელი“-ს გამოცდილი სპეციალისტების მიერ იქმნა შექმნილი.

2018 წლის თებერვალში გამოვა საკოლექციო სერიის ქართული და ინგლისური ვერსიები, რომლის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებული იქნება ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, მიხაი ზიჩი, გრიგორი გაგარინი და სხვები.

ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდება მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.

უშუალოდ წიგნის ფესტივალის დაწყებისათვის კი ქართულ და ინგლისურ ვერსიებს დაემატება გერმანული ვერსიაც, რომლის გაფორმებაზე ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლესა და კომპანია „გეოპლანტის“ მიერ მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და საყურადღებოა, რომ ეროვნული კულტურის პოლულარიზაციასთან და ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, საკოლექციო სერიის „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.