Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სასიამოვნო სიახლე პანტომიმის თეატრში

21 იანვარი, 2018

ამირან შალიკაშვილისაქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი წლებია სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას ცდილობს. პირველ რიგში, ეს შენობის პრობლემაა, რომელიც ამ დრომდე ვერ მოგვარდა. დაბრკოლებების მიუხედავად პანტომიმის თეატრში სასიამოვნო სიახლეა.

ახალ 2018 წელს შალიკაშვილის თეატრის ფოიეში გაიხსნა თეატრალური კაფე, რომელიც მაყურებელს მოემსახურება არამარტო სპექტაკლის დღეებში, არამედ სხვა დღეებშიც… კაფეში დაუკრავენ ბენდები და, რა თქმა უნდა, პანტომიმის თეატრის ბენდიც. ჩატარდება გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები.
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის კაფეში მისულ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართული პანტომიმის ისტორიას და ასევე მსოფლიო ისტორიას!

თეატრის კაფეში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო პლასტიკის ხელოვნების დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ და არიან ჩარლი ჩაპლინი, მარსელ მარსო, ტომაშევსკი, ვლადისლავ ფიალკა და სხვები… კაფეში მოეწყობა მათი ფოტო გამოფენები და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრეზენტაციები.

კაფეში დაგეგმილია პანტომიმის თეორიული ღია ლექციების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარება.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციასთან world mimie organizacion და ასევე საქსრთველოში დაფუძნებული საერთაშირისო პლასტიკისა და პანტომიმის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით…

პანტომიმის თეატრში ახალი სივრცის გაჩენის იდეის ავტორები და მომავალში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების ინიციატორები არიან მარკეტინგის მენეჯერი მარიამ შალიკაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩაგელიშვილი და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატა ტაბიძე.