21 იანვარი, 2018

რუსთაველის თეატრი საყდრისის ამფეთქებელი კომპანიისგან დასპონსორდება

რუსთაველის თეატრისაყდრისის ამფეთქებელი კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა. ანა მიქაუტაძის თქმით, რუსთაველის თეატრი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამანადგურებელსა და ოკუპირებას გადარჩენილი მიწების მომწამვლელ “დიდი რუსეთის” კომპანია არემჯის კულტურის მოამაგის სტატუსის მოპოვებაში ეხმარება.

ანა მიქაუტაძე:

“საყდრისის ამფეთქებელი კომპანია RMG-ის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობა მილიარდ ლარამდეა. ამას დაუმატეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოფლის მეურნეობაზე მიყენებული ზარალის ოდენობა. მას ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს რეკულტივაციაზე, გარემოზე მომწამვლელი ზემოქმედების შემცირებაზე.

სამაგიეროდ, ხელშეკრულებას დებს ოთხ მეუფესთან (როგორც დავაზუსტეთ, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად) და არქეოლოგია-რესტავრაციებისათვის 3 მილიონამდე ლარს იმეტებს, ახლა კი რუსთველის თეატრის სპონსორიც ხდება. ნუთუ, ფულს მართლა არა აქვს სუნი?!

ეს ის რუსთაველის თეატრია, რომლის მსახიობები 1991 წლის ბოლოს გაიფიცნენ და სპექტაკლები აღარ ტარდებოდა ჯაბასა და მხედრიონის სოლიდარობის ნიშნად. მაშინაც საქართველოს დამაქცევრებს გულშემატკივრობდნენ და ახლა კი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამანადგურებელსა და ოკუპირებას გადარჩენილი მიწების მომწამვლელ “დიდი რუსეთის” კომპანია არემჯის ეხმარებიან კულტურის მოამაგის სტატუსის მოპოვებაში.”