14 იანვარი, 2018

რას ერჩიან პანტომიმის თეატრს?

პანტომიმის თეატრიპანტომიმის თეატრი უკვე მესამედ თეატრის დღეს ბოროტმოქმედებისგან დაზარალებული ხვდება.

უცნობმა პირებმა თეატრის ფასადი დააზიანეს და შუშა ჩაამტვრიეს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანტომიმის თეატრში ვანდალური აქტი ხორციელდება.

ამირან შალიკაშვილი, უმცროსი:

“ასე გვილოცავენ უკვე მესამედ თეატრის დღეს, მაგრამ ჩვენ მაინც 20 იანვარს 20:00 საათზე გეპატიჟებით სპექტაკლზე „ნატვრის ხე“…

მოდი და ააშენე თეატრი შენი ხელით.”