26 იანვარი, 2018

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “ნახეთ ბეთანიის ფრესკა – დავითის როკვა”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკის – დავითის როკვის ნახვას გვირჩევს:

“ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი მისი სამოსიც ძალიან გავს დღეს “ახალშექმნილ” მიმოხვრას.

ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ “ახალი” და ამიტომაც “მიუღებელი” გვგონია, ძველადაც ყოფილა და ეს მუდმივი “ძველახლობა” ხშირად ტრადიციაცაა.

ამიტომაც მომწონს სუხიშვილები – ძერწავენ ახალს, ზოგჯერ ძველი მასალით. ძალიანაც კარგი.

ფოტოზე: ბეთანია, სამხრეთის სარკმლებსშორისი მონაკვეთი. დავითის ცეკვა.
ფოტოსთვის მადლობა ქ-ნ ლელა ჭუმბურიძეს.”