22 იანვარი, 2018

ნიკა რურუა: “აი, ესაა სიველურე!”

ნიკა რურუაკულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნების მაღაზიის შესახებ საუბრობს, რომელიც ევროპის მოედანზე მდებარეობდა. მისი თქმით, დღეს ამ ადგილას “ბუწიკია” გახსნილი:

ნიკა რურუა:

“ეს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნების მაღაზიაა, ასეთივე ძველი, ხის ორიგინალური თაროებით და დახლებით.

ასე, 6-7 წლის წინ 30-მდე მწერლის – ქართველის და უცხოელის – ფოტო ჩავუსვი ასეთივე ფერის ხის ჩარჩოებში და ვაჩუქე ამ მაღაზიას. მახსოვს, გაეხარდათ, იმიტომ რომ იქაურობას ეს ძალიან მოუხდა და, რაღაცნაირად, დაასრულა, გაასრულყოფილა ევროპული წიგნის მაღაზიის ინტერიერი. ხო, მართლა – მაღაზიაც ევროპის მოედანზეა.

უფრო სწორად – იყო.

ახლახანს გავიგე, რომ იქ წიგნების მაღაზიის მაგივრად, რაღაც “ბუწიკი” გაუხსნიათ. ის ძველი ხის, ასწლიანი თაროები კი მოუნგრევ-მოურღვევიათ და სადღაც გადაუყრიათ.

აი, ესაა სიველურე და შეულამაზებელი სახე ქვეყნის დღევანდელი ღირებულებებისა. ესაა მებრძოლი უმეცრება.”