ნანა დაუშვილი: “ასეთი ბრწყინვალე სიმღერით აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში”

ნანა დაუშვილიაცხადებს კომპოზიტორი ნანა დაუშვილი და თავისი ორი უნიჭიერესი მოსწავლის 10 წლის დუდუ ქევანიშვილის და 8 წლის ლუკა ოჩიგავას ერთობლივი სიმღერის ვიდეოს ავრცელებს:

“აი, ასე უმღერიან აფხაზეთს 10 წლის დუდუ ქევანიშვილი და 8 წლის ლუკა ოჩიგავა. ასეთი ბრწყინვალე სიმღერით ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, დაიხსომეთ მათი სახელები – ეს ორი ბიჭუნა ტალანტია და მე ვიცი, რომ ისინი მასახელებენ.

დღეს მესამე მცდელობაზე ასე იმღერეს 8 წლის ლუკამ და 10 წლის დუდუმ, რომლის მუსიკაც ჩემს ნამოწაფარს გოჩა ოჩიგავას ეკუთვნის. ბიჭებო, მიყვარხართ უზომოდ, წარმატებები არ მოგაკლოთ უფალმა და თქვენი და ყველა ქართველის ნატვრა და ოცნება აგვიხდინოს უფალმა. ამინ!”