Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნახეთ ანტონიო ბანდერასი პაბლო პიკასოს როლში

19 იანვარი, 2018

ანტონიო ბანდერასიცნობილი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი National Geographic-ის ტელესერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონში მონაწილეობს. მეორე სეზონი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაბლო პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლებია აინტერესებს:

“პიკასოს ცხოვრებითა და შემოქმედებით წლების წინ დავინტერესდი. ორივე ესპანეთიდან – მალაგადან ვართ. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მისი როლის შესრულება.”

ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფილმის თრეილერი, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ფილმის ნახვა მაყურებელს 24 აპრილიდან შეეძლება.