Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

19 იანვარი, 2018

მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდამომღერალ საბა სამუშიას, რომელიც დათო კენჭიაშვილის ჯგუფის წევრია, ბრალი დაუმძიმდა.

მან გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანი დაჭრა. ერთი მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაციაც ჩაუტარდა. ორი მათგანი კი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა. შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა, თუმცა დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.