17 იანვარი, 2018

მანანა დუმბაძე კუთვნილ ჰონორარს ითხოვს

მწერალი მანანა დუმბაძე Tbilisi Photo Festival 2017-ის დაკვეთით შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილ ჰონორარს ითხოვს:

“Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში პროექტის კოორდინატორმა ეკა ენუქიძემ შეგვიკვეთა ქართული გამოცემისთვის თარგმანი, რომელიც ვადაში შევასრულეთ. ჰონორარი სექტემბერში უნდა გადაეხადათ.

საქმე ისაა, რომ პროექტის კოორდინატორი ეკა, რამდენჯერმე საერთოდ დაგვეკარგა ჰორიზონტიდან, არ პასუხობდა ზარებს, წერილებს, შიგადაშიგ რეკავდა და იმედს გვაძლევდა აი ხვალ, აი ზეგო, მაგრამ თარგმანის საფასური დღემდე არ გადაუხდია.

სხვათა შორის, ის გამოცემა უკვე კარგა ხანია გამოვიდა და, ალბათ, მისი ამაყი შემდგენელი ფართოდ ავრცელებს მას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. გამოცემის თანხა, რომელშიც ჩვენი ჰონორარიც იგულისხმებოდა, უცხოურმა ორგანიზაციამ (საფრანგეთი) პროექტს დიდი ხნის წინ გადაურიცხა, თუმცა ჩვენამდე არაფერი მოსულა.

ჰონორარი არც მაინცდამაინც დიდია. არა მგონია ამ თანხისთვის ღირდეს ამდენი კუკუ-დამალობანას და “გადადგება-გადმოგდების” თამაში. ამიტომ, ამჯერად, მხოლოდ ამ “პოსტის” გამოქვეყნებით შემოვიფარგლები, თქვენ კი ყველას გაფრთხილებთ, რომ თუ როდისმე, ვინმე ეკა ენუქიძემ თავად ან მეგობრის რეკომენდაციით (როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა) თარგმანი შეგიკვეთათ – არ გაბრიყვდეთ! თუ არადა, მერე არ მითხრათ, არ გაგვაფრთხილესო.”