13 იანვარი, 2018

მაია ტურაშვილი: “ეს არის სასიკვდილო განაჩენი!”

მაია ტურაშვილიგორის თეატრის მსახიობი მაია ტურაშვილი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მკურნალობის გაგრძელებას მსახიობი ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებს. მან მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართა წამლის პროგრამაში ჩასმის თაობაზე, თუმცა უარი მიიღო.

მაია ტურაშვილი:

“აი, ეს არის სასიკვდილო განაჩენი! მერიის მორიგი უარი დაფინანსებაზე (ანუ ჰერცეპტინის პროგრამაში ჩასმაზე ისევ უარი მივიღე). ესაა აწყობილი ქვეყანა! ქვეყანა, რომელიც იძულებულს ხდის თავის მოქალაქეებს, დატოვონ სამშობლო, გადაიხვეწონ უცხო მხარეში, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ! ჯერ ის მინდა ვკითხო ბატონ სერგეენკოს, ბატონ კალაძეს და მთლიანდ ამ უსამართლო სასიკვდილო განაჩენის მესვეურთ – თქვენ რომ დაგჭირდეთ, ან თქვენიანებს ერთ მშვენიერ დღეს, როცა მაგ სკამებზე აღარ ისხდებით მეოთხე სტადიის სიმსივნესთან შებრძოლება, დაელოდებოდით ერთი წელი მკურნალობის დაწყებას? ეხლა იტყვით კიო, რადგან ფულიც გაქვთ, თანამდებობაც და ძლიერებაც! მოვა დრო რომ აღარ გექნებათ!!!

დატოვეთ სიკეთე და ნუ დატოვებთ საქართველოს ქართველების გარეშე! მე პირადად იძულებული ვარ გავიქცე აქედან, რათა ჩემი შვილები არ დავაობლო! ბევრია ჩემისთანა… მაგრამ იმან რა ქნას, ვინც არ გაიქცევა და ხელს ჩაიქნევს?! ჯერ 8000-იანი წამალის 80% ფინანსდება. ამ უმუშევარ და უხელფასო ქვეყანაში ის 20%, რომელიც 1600 ლარია, თუ გიფიქრიათ საიდან უნდა გადაიხადოს ხალხმა, თანაც 3 კვირაში ერთხელ?! ეს მხოლოდ ერთ პრეპარატზეა საუბარი.! მე პირადად სამ კვირაში ერთხელ 12000 მჭირდება. მითხარით, საიდან მოვიტანო!!!!

მთელი სიცოცხლე ვმუშაობ, მაგრამ 300 ლარს ვერ ავცდი. ეს ადამიანობაა საერთოდ?! თუ არ შეცვლით ამ საშინელ კანონს, რითაც ხალხი მათხოვრებად აქციეთ (მე პირადად მათხოვრად ვიქეცი) ზოგი გააქციეთ ქვეყნიდან იმის გამო, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს, მე პირადად გამოვაცხადებ უვადო შიმშილობას; დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შემომიერთდება!

მკვლელობა მარტო ის არაა, იარაღი ესროლო ადამიანებს…. ეს უარესია – ჯერ თავმოყვარეობა წაართვა, მათხოვრად გადააქციო და შემდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო! ნუთუ მაგ პარლამენტშიც ყველა სკამის მანიაკები ხართ! რატომ არ იღებთ ხმას ამ მკვლელ კანონზე! რატომ არ აფინანსებთ დანარჩენი საქართველოს მეოთხე სტადიის სიმსივნიანებს! “მაინც განწირულებად თვლით ხო”, მაგრამ არავინ არ იცის ჯერ ვინ წავა!!!!! რომელ ტერორისტებს ებრძვით ეს ტერორიზმი არაა?! ეს სწორედაც, რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგაა ტერორიზმი!

იცოდეთ, ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე და არავინ არ იცის რა იქნება ხვალ! ამიტომ შეცვალეთ ეს მკვლელი კანონი და მიეცით ხალხს წამალი, რათა ერთ მშვენიერ დღეს თქვენივე დაგებულ მახეში თქვენვე, ან თქვენი საყვარელი ადამიანები არ აღმოჩნდეთ! უფალი სამართლიანია, თან ძალიან გეშინოდეთ მისგან მოვლენილი სამართლიანი რისხვის! დიდება უფალს, რომ ის მაინც არ ტოვებს თქვენგან გაწირულ ხალხს! ვიმეორებ, არსად არ წავალ და აუცილებლად მივმართავ პროტესტის უკიდურეს ზომას, თუ არ შეცვლით ამ საშინელ მკვლელ კანონს: 1) არ დააფინანსებთ რაიონების მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს!!!! 2) არ გააუქმებთ იმ წყეულ ერთ წელიწადს თბილისში ჩაწერის, რომ ადამიანი მოხვდეს ჰერცეპტინის პროგრამაში! 3) დაფინანსება ჩვენ ქვეყანაში წამლის 100% უნდა იყოს, რადგან მათხოვრული ხელფასები გვაქვს! ამიტომ 80%-ის ნაცვლად დააფინანსეთ 100%.

ვის რაში სჭირდება თქვენი 3 მილიონიანი ბრჭყვიალა განათება!!! ხალხს პური და წამალი არ აქვს!”