29 იანვარი, 2018

“ლევან გოთუას სულისკვეთების ადამიანებს ყველას ვეპატიჟებით”

ლევან გოთუალევან გოთუა ისტორიული ნაწარმოებების შემქმნელ ქართველ ავტორთა შორის უდავო ლიდერია. მწერლის რომანი “გმირთა ვარამი” კი ბევრი ქართველისთვის დღემდე სამაგიდო წიგნია.

შეუძლებელია წაიკითხო მწერლის შემოქმედება და უსაზღვროდ არ შეგიყვარდეს შენი მრავალტანჯული სამშობლო, რომელიც წინაპრების გმირობამ, ქართველმა თავგანწირულმა ბრძოლამ მოიყვანა დღემდე.

30 იანვარს მეორედ აღინიშნება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას ხსოვნის დღე.

ინფორმაციას ივანე ჯაფარიძე ავრცელებს:

“30 იანვარს 15 საათზე ლევან გოთუას სახელობის სკვერში, გოთუას ქუჩის ბოლოში ყვავილებით შევამკობთ ხსოვნის მემორიალს (მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილი), 16 საათზე კი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჭავჭავაძის გამზირი 53ა, გაიმართება ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

ლევან გოთუას სულისკვეთების ადამიანებს ყველას ვეპატიჟებით. ეს საღამო ტესტიცაა – რა ქართველობაც შეიკრიბება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ამით გამოჩნდება აქვს თუ არა საქართველოს მომავალი.”