ხატია ბუნიათიშვილი და შარლ აზნავური ფრანგულ გადაცემაში

ხატია ბუნიათიშვილი და შარლ აზნავური ფრანგულ გადაცემაშიმსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს და ცნობილ მომღერალ შარლ აზნავურს საფრანგეთის ტელევიზიამ FRANCE 2 გადაცემა მიუძღვნა.

შარლ აზნავურმა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე ისაუბრა, განაცხადა, მამაჩემი საქართველოდან იყოო, არც მისი მეგობარი სერჟ დავრიშევი დავიწყნია. მომღერალმა გაიხსენა საქართველოში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ახალციხეში გაიმართა.

გადაცემის წამყვანმა მეორე სტუმრად პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მოიწვია, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკიდეგანოდ ნიჭიერია.