19 იანვარი, 2018

გიორგი კალანდია: “როგორი სირცხვილია ქვეყნისთვის…”

გიორგი კალანდიახელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია ლეგენდარული დიქტორის დავით სოკოლოვის ხანდაზმულთა ჰოსპისში ცხოვრების თემას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს. სიუჟეტი ცნობილ წამყვანზე posTV-მ მოამზადა.

გიორგი კალანდია:

“ლეგენდარული დიქტორი, ადამიანი და პროფესიონალი! როგორი სირცხვილია ქვეყნისთვის, რა გაუჭირდა ტელევიზიას ამისთანა რომ ეს ხელისხელ საგოგმანებელი კაცი ამ დღეში არ ჩავარდნილიყო! მერე ვიტყვით დანანებით ფიროსმანი კიბის ქვეშ მოკვდაო, ისტორიისაგან ვერაფერს ვერ ვსწავლობთ! ლიტონია ჩვენში ყველაფერი!

ყველა ჩემს მეგობარ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო, გამოეხმაურონ დავით სოკოლოვის ასეთ სამარცხვინო ყოფას! ეს არა მარტო პროფესიული სოლიდარობაა, არამედ საკუთარი მომავლის დაზღვევა! სუპერ პროფესიონალებს უზრუნველყოფილი სიბერე ეკუთვნით! თუ დაიკიდებთ, ახია თქვენზე, სამყაროში არაფერი იკარგება და არაფერი რჩება უპასუხოდ, მათ შორის გულგრილობაც!”