Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ჩუბინიძე: “ახლა ასე უკეთ იკითხება დანაშაული”

24 იანვარი, 2018

ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაგიორგი ჩუბინიძე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ქომაგია. მას მიაჩნია, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები სპეციალისტების მიერ უნდა რესტავრირდებოდეს და არა თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოებით თუ უკანონო განახლებებით.

გიორგი ჩუბინიძე:

“გული მწყდება, რომ 2010-2011 წლებში არ ვიყავი იმ ასაკის და იმ შესაძლებლობის, როგორც ახლა, რომ ეს ამბავი გამეპროტესტებინა.

დავათვალიერე ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარზე გუმბათამდე შემოკრული პერანგი და უკვე ეს წარწერაც ჩაუსვამთ.

ვალერი გელაშვილს რას ვერჩი, კაცმა ახალი ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა და ალბათ ისიც არ იცოდა, რომ ,,განახლებასა” და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევასა და ახალი ეკლესიის აშენებას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ვინც იცოდა, რატომ არაფერი თქვა. 1904-1911 წლები კი არა, რაც გინდა მიაწერეთ ახლა, ასე უკეთ იკითხება დანაშაული.”

გიორგი ჩუბინიძე: "ახლა ასე უკეთ იკითხება დანაშაული"