24 იანვარი, 2018

გიგი ვანდერი: “ეს არის უდიდესი სიტყვა მსოფლიო კინოინდუსტრიაში”

გიგი ვანდერიკომპოზიტორი და პიანისტი გიგი ვანდერი, იგივე გიგი პიანომენი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორმა თამთა გაბრიჩიძემ თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით “სოვდაგარი” ჟიურის პრიზი დაიმსახურა და გამარჯვებული გახდა.

ეს ფილმის პირველი გამარჯვება არ არის. კანადაში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული თამთა გაბრიჩიძის “სოვდაგარი” გახდა.

გიგი პიანომენი:

“ესეთი რამ ჯერ არავის არ მოუგია საქართველოში!!!

ეს არის უდიდესი სიტყვა მსოფლიო კინოინდუსტრიაში – 2 ლარიანი ბიუჯეტით სანდენსის ფესტივალი მოვიგეთ!!!

სხვათა შორის, პირველი კომპოზიტორი ვარ, ვინც ეს ფესტივალი ამ ფილმის ხარჯზე მოიგო. ასე რომ, რეჟისორი დაიმახსოვრეთ, მან ეს შეძლო – თამთა გაბრიჩიძე.”