გია ყანჩელს ოპერაცია ჩაუტარდა

გია ყანჩელი

კომპოზიტორს და საქართველოს სახალხო არტისტს, გია ყანჩელს კატარაქტის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

კატარაქტის ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით.

ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიშა ომიაძემ Centurion-ის ულტრათანამედროვე ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით შეასრულა.

გია ყანჩელი:

“ოპერაცია ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ყველა ასაკოვანი ადამიანი იმსახურებს სრულფასოვან მხედველობას იმისთვის, რომ უკეთესად დაინახონ შვილები და შვილიშვილები, გაიზიარონ მათი წარმატება და სიხარულის ემოციები, უბრალოდ არ დათმონ მრავალფეროვანი სიცოცხლით ცხოვრების უფლება.”