29 იანვარი, 2018

გაიცანით ფრანგულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” პირველი მთარგმნელი

სერგი წულაძეშოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” დღეს მრავალ ენაზეა თარგმნილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინც იყო ქართველი, რომელმაც უცხოელ მკიხთველებს ფრანგულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” სრულყოფილი პოეტური თარგმანი პირველმა მიაწოდა.

“ვეფხისტყაოსნის” გარდა, სერგი წულაძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება”, იოანე საბანისძის “აბო ტფილელის მარტვილობა”, ჩახრუხაძის “თამარიანის” ნაწყვეტები.

ცნობილი მომღერალი ნიაზ დიასამიძე და მისი ძმა დიზაინერი ჯაბა დიასამიძე სერგი წულაძის შვილიშვილები არიან, ნუცა წულაძე, გელა წულაძე, ჯაბა წულაძე – შვილები, მეუღლე კი – მადლენ ვერდო.

სერგი წულაძე – ქართველი ფსიქოლოგი, რომელსაც პარიზში გავლილი ჰქონდა ფსიქოანალიზი და 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მ. ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.

ასე აცნობს ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას ფართო მკითხველს ხათუნა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სერგი წულაძე და მისი საინტერესო ბიოგრაფია შემთხვევით აღმოაჩინა:

“1939 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 1947 წელს ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1951 წელს მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი, 1958 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

1958-1961 წლებში სერგი წულაძე მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მ. ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. სერგი წულაძე გარდაიცვალა მოსკოვში 1977 წლის 2 ივლისს.

სერგი წულაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის მშობლიური ლიტერატურის წინაშე.

“სერგი წულაძე იყო პირველი მთარგმნელი, რომელმაც უცხოელ მკითხველებს ფრანგულ ენაზე მიაწოდა “ვეფხისტყაოსნის” სრულყოფილი პოეტური თარგმანი”.

შიგადაშიგ ასეთ ადამიანებზეც დავწეროთ ხოლმე ორი სიტყვა, რა იქნება.”