15 იანვარი, 2018

დავით ვაშაკიძე: “ხატების გიფ ფოტოები შეიცავს კოდურ რიცხვს 666”

დავით ვაშაკიძე გიფ ფოტოები და მისალოცი ტექსტები, რომლებზეც ჩიტუნები, ცისარტყელები და ყვავილებია გამოსახული, ბევრისთვის ხელოვნებასთან არის გაიგივებული. ადამიანები ახლობლებს და ოჯახის წევრებს დღესასწაულებს სწორედ მსგავსი გიფებით ულოცავენ.

დავით ვაშაკიძე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავსი გიფ ფოტოები და მისალოცი ტექსტები შეიცავს კოდურ რიცხვს 666 და მოუწოდებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს, შეწყვიტონ მათი გავრცელება:

“ეხლახანს გავიგე ძალიან ცუდი ამბავი და გთხოვთ გააზიაროთ ყველამ!

თურმე ის გიფ ფოტოები, რომლებზეც არის ხატები და მისალოცი ტექსტები, მათ შორის ჩიტუნები, ცისარტყელები, ყვავილები და ა.შ. შეიცავს კოდურ რიცხვს 666-ს. ეს მითხრა ერთმა ციფრულ ტექნოლოგიებში გარკვეულმა და ძალიან კომპეტენტურმა ადამიანმა (ამჟამად უცხოეთშია). ეს ფოტოები ხომ ციფრული არის, როგორც ფაილი და თურმე ყველა მათგანი, ამის გამო შეიცავს ამ ავად სახსენებელ 666-ს.

ასე რომ, გთხოვთ, ნუღარ დააგზავნით გიფ ფოტოებს, სადაც არის ხატები და მისალოცი ტექსტები, ამით პირდაპირ ვემსახურებით ეშმაკს!

ასევე გთხოვთ მეც ნუ გამომიგზავნით ასეთ ფაილებს. რა თქმა უნდა, არც სხვას გაუგზავნოთ, ან სხვისი ცუდი რატომ უნდა გვინდოდეს.

ეს არ იცის აქ მყოფი მომხმარებლებიდან თითქმის არავინ, ამიტომ თხოვნა იქნება და ასევე დიდი მადლი, რომ ეს გააზიაროთ ვისაც არ დაგეზარებათ. ძალიან ბევრ ადამიანს დაიცავთ ამით!”