24 იანვარი, 2018

დავით ქაცარავა რეანიმაციაშია

დავით ქაცარავამსახიობი დავით ქაცარავა რეანიმაციაშია მოთავსებული.

ინფორმაციას მისი მეგობარი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს:

“მეგობრებო! სამწუხაროდ, გულთან დაკავშირებული პრობლემების, სავარაუდოდ, ნერვოზული ფონის გამო, წუხელ დათო ქაცარავა ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციაში მოხვდა.

მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

მალე გვეცოდინება გამოკვლევის ზუსტი პასუხები.

მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ, დეტალებს გაგაგებინებთ.”