21 იანვარი, 2018

დავით ქაცარავა: “უნდა გავაპროტესტოთ ეს ქმედება ყველამ!”

დავით ქაცარავადავით ქაცარავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზური ანსამბლი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე იცეკვებს:

“რუსები არ ჩერდებიან და აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ყველა მიმართულებით დისკრიმინაციას!

ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზური საცეკვაო ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალში!

უნდა გავაპროტესტოთ ეს ქმედება ყველამ ერთად, მთავრობამ, ფეხბურთის ფედერაციამ, ხალხმა!

ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება!
მხოლოდ ერთად შევძლებთ დეოკუპაციის პროცესის დაწყებას!
ძალა ერთობაშია!”