15 იანვარი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი: “სირცხვილია ეს!”

ანიტა რაჭველიშვილიმსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ნიუ იორკის მუზეუმში ქართული კულტურის “ფანჯარამ” აღაშფოთა:

“ნიუ იორკის მუზეუმში ქართული კულტურის “ფანჯარა”. კი სწორედ “ფანჯარა” და არა პავილიონი მაგალითად! სირცხვილია ეს!

ვერ აგიღწერთ როგორ მეტკინა გული! სომხეთის კულტურის და ისტორიის იმდენი ნიმუშია, განა რით ვართ ნაკლები? როგორ შეიძლება ასე?

Consulate General of Georgia in New York – ეს თქვენ გევალებათ და სახელმწიფოს! ხომ შეიძლება მეტი მონდომებით იმუშაოთ ყველამ! იმედია. ეს გამოსწორდება! ძალიან დიდი იმედი მაქვს!”