23 იანვარი, 2018

ანა დოიაშვილი: “ვუძღვნი ყველა მიტოვებულ, მარტოობისგან დაღლილ ადამიანს”

ანა დოიაშვილიმომღერალი ანა დოიაშვილი ბერკლის სამუსიკო კოლეჯში სწავლობს. ის რეჟისორ დავით დოიაშვილის შვილია და მისი მუსიკალური შესაძლებლობები ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ანამ მამის სპექტაკლისთვის “მეფე ლირი”, რომელიც დავით დოიაშვილმა ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში დადგა, ბიძინა კვერნაძის სიმღერა “წვიმა” შეასრულა:

“ვუძღვნი ყველა მიტოვებულ, მარტოობისგან დაღლილ ადამიანს.”

მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, სიმღერაზე ვიდეორგოლი ბუქარესტში დადგმული სპექტაკლიდან “მეფე ლირი” არის გამოყენებული.

მოუსმინეთ ანა დოიაშვილის არაჩვეულებრივ შესრულებას და იმოგზაურეთ ბიძინა კვერნაძის საოცარ მუსიკალურ სამყაროში.