15 იანვარი, 2018

აკა სინჯიკაშვილი: “ბევრისთვის უცნობი და გასაგიჟებლად მაგარი ამბავი”

აკა სინჯიკაშვილისცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოფელ ანატორსა და მის მაცხოვრებლებზე საუბრობს, რომლებმაც საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისგან გადაარჩინეს:

“ბევრისთვის უცნობი და გასაგიჟებლად მაგარი ამბავი სოფელზე, სადაც სულიერი აღარ ცხოვრობს და მზე ორჯერ ამოდის.

სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან 100 მეტრში აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა.

ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ, მითუმეტეს დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა, აზრზე ხართ? ერთსაც არ უცდია გაპარვა.

ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის.”

ასეთი ხალხი ცოტა დარჩა, ყველა ანატორელი კი გმირია, ყველა ადამიანისთვის გმირი.”