24 იანვარი, 2018

ხატია ბუნიათიშვილი – ახალი წლის წარმატებული დასაწყისი

ხატია ბუნიათიშვილიპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ქართველი მუსიკოსია.

მისი კონცერტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ანშლაგებით იმართება და ქართველი ხელოვანის მოსმენა ათასობით ადამიანს სურს.

ახალი წელი ხატიასთვის, ტრადიციულად, დატვირთული საგასტროლო გრაფიკით დაიწყო და წლის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

თუმცა სიახლე, რომელსაც “არტინფო” გაგაცნობთ, ხატია ბუნიათიშვილის ერთ-ერთ პოპულარული ჟურნალის ყდაზე მოხვედრაა. ჟურნალმა Brucknerhaus 2018 წლის პირველი ნომერი ქართველ პიანისტს მიუძღვნა.