8 იანვარი, 2018

ხანძარი თოიძის სამხატვრო სასწავლებლის შენობაში

თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ჭონქაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სახანძრო მანქანები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შენობის შესაძენად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ ელექტრონული აუქციონი ორი თვის წინ გამოაცხადა.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ამ ადგილას არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს.

თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე არ გაიყიდა, სამაგიეროდ, ცეცხლი გაუჩნდა.