30 იანვარი, 2018

ქართველი მომღერლების წარმატება ანდორაში

 ოთარ ნაკაშიძეანდორაში გაეტანო დონიცეტის ცნობილი ოპერის “სიყვარულის ნექტარის” პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო ორმა ქართველმა ოპერის მომღერალმა. ოთარ ნაკაშიძემ ბელკორეს პარტია იმღერა და გიორგი დავითაძემ კი ნემორინოს პარტია შეასრულა.

წარმატებული სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ქართველმა მომღერლებმა სცენაზე ქართული ხუთჯვრიანი დროშა გაშალეს და საგულშემატკივროდ მოსულ უამრავ ქართველს გულითადი მადლობა გადაუხადეს.