28 იანვარი, 2018

“როდესაც ვამაყობთ ილიათი, ნუ გავიწყდებათ, რომ მას ტყვია ვესროლეთ”

ილია ჭავჭავაძესაქართველოს ისტორიაში ბევრი პოეტი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, რეჟისორი თუ საზოგადო მოღვაწეა დაუფასებელი და ისევ ქართველების მიერ სასიკვდილოდ გაწირული.

მათ შორის ილია ჭავჭავაძე, სულხან საბა ორბელიანი, სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი, ფიროსმანი…

ამ თემას ყველაზე რეალურად სულა სულაშვილი ეხმაურება:

“როდესაც ვამაყობთ სულხან-საბათი, ნუ გავიწყდებათ, რომ ის თმებითა და წვერებით ვათრიეთ;

როდესაც ვამაყობთ ილიათი, ნუ გავიწყდებათ, რომ მას ტყვია ვესროლეთ;

როდესაც ვამაყობთ დიდოსტატით, ნუ გავიწყდებთ, რომ მარჯვენა მოვკვეთეთ;

როდესაც ვამაყობთ ახმეტელით, ნუ გავიწყდებათ, რომ სახალხო სასამართლო მოვუწყეთ და შემდეგ დავხვრიტეთ;

როდესაც ვამაყობთ ფიროსმანით, ნუ გავიწყდებათ, რომ კიბის ქვეშ შიმშილით ამოვხადეთ სული;

როდესაც ვამაყობთ ამბროს ხელაიათი, ნუ გავიწყდებათ, რომ ძაღლებს საჯიჯგნად მივუგდეთ;

როდესაც ვამაყობთ მიქელაძეთი, ნუ გავიწყდებათ, რომ ყურებში ლურსმნები ჩავაჭედეთ;

როდესაც ვამაყობთ პაოლოთი, ნუ გვავიწყდება, რომ მას საკუთარი ხელით თავი მოვაკვლევინეთ;

როდესაც ვამაყობთ, რომ გვყავდა ზვიადი, ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ის გავაძევევთ და მოვკალით;

წარმომიდგენია: მამაზეციერს საკუთარი ძე ჩვენს ქვეყანაში რომ მოევლინა, მის საწამებლად ჯვარცმაზე უარეს მარაზმს მოვიფიქრებდით.”