28 იანვარი, 2018

ნინო სურგულაძით აღფრთოვანებული სამეფო ოჯახი

ნინო სურგულაძეოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე ბელგიაში იმყოფება, სადაც ლიეჟის სამეფო თეატრში საპრემიერო სპექტაკლში იმღერა.

ოპერაში “კარმენი” ქართველმა მომღერალმა მთავარი პარტია შეასრულა. სპექტაკლში კიდევ ერთი ქართველი პაპუნა ჭურაძე მონაწილეობდა. პრემიერას ცნობილი იტალიელი დირიჟორი სპერანცა სკაპუჩი დირიჟორობდა, რომელმაც ახლახანს ვენის ბალს უდირიჟორა.

პრემიერას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, ბელგიის სამეფო ოჯახი – მეფე ალბერტი და დედოფალი პაოლა და მისი უდიდებულესობა სამეფო პრინცესა კლერი ესწრებოდნენ. პრინცესა კარმენის მეოთხე აქტს შვილებთან ერთად კულისებიდან ადევნებდა თვალყურს.

მაყურებელმა შემოქმედებითი ჯგუფი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა, სამეფო ოჯახმა კი სურვილი გამოთქვა პირადად შეხვედროდა მონაწილეებს.

მეფე ალბერტმა საუბრისას მთავარი პარტიის შემსრულებელ ნინო სურგულაძესთან თავისი აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ ოპერა “კარმენს” პირველად დაესწრო.