95 წლის ასაკში ისტორიკოსი და აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
ინფორმაცია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა:
“ქალი, რომელმაც ეპოქა შექმნა – მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.”
მარიკა ლორთქიფანიძე რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის და იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება სამეცნიერო საქმიანობას მიუძღვნა და ისტორია არაერთ თაობას შეაყვარა.
მეცნიერმა 100 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის 10 წიგნი.