მსახიობი კახი კავსაძე რუსთაველის თეატრში რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს “მოხუცი ჯამბაზები” ვეღარ ითამაშებს.
26 თებერვალს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები” 82 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო:
“ბატონი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 26 თებერვალს დანიშნული სპექტაკლი ,,მოხუცი ჯამბაზები” გადაიდო 28 მარტს. შესაბამისად 26 თებერვლის ბილეთებით სარგებლობა შეგიძლიათ 28 მარტს.”