Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხანძარი თოიძის სამხატვრო სასწავლებლის შენობაში

8 იანვარი, 2018

ხანძარი თოიძის სამხატვრო სასწავლებლის შენობაშითოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ჭონქაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სახანძრო მანქანები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შენობის შესაძენად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ ელექტრონული აუქციონი ორი თვის წინ გამოაცხადა.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ამ ადგილას არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს.

თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა აუქციონზე არ გაიყიდა, სამაგიეროდ, ცეცხლი გაუჩნდა.