Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უმნიშვნელოვანესი ცნობები საქართველოზე ჰენრი მერვეს დოკუმენტებში

2 იანვარი, 2018

უმნიშვნელოვანესი ცნობები საქართველოზე ჰენრი მერვეს დოკუმენტებშიახალი წელი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ უმნიშვნელოვანესი სიახლით დაიწყო.

მსოფლიოს ერთ-ერთი ძლევამოსილი მონარქის ჰენრი მერვეს დოკუმენტებში აღმოაჩინეს წერილი, რომელიც ინგლისის მეფეს საქართველოზე უყვება.

გიორგი კალანდია:

“პორტრეტზე ჰენრი მერვეა ბრიტანეთის სახელგანთქმული მეფე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მონარქი. აქვეა მისადმი გაგზავნილი წერილი, რომელიც ლათინურადაა შედეგენილი და 2015 წელს ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოვიტანეთ, ეს წერილი ინგლისის მეფეს საქართველოზე უყვება, თან ისეთ ამბებს რომელთა შესახებ ჩვენ სამშობლოში არაფერი ვიცოდით.

რა თქმა უნდა, ამბავი ჩვენს თავდადებას, ბრძოლას და ვაჟკაცობას ეხება. საყურადღებოა ისიც, რომ ჰენრი მერვე თურმე თურქთა წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოწყობას გეგმავდა და ქრისტიანთა გაერთიანებულ ლაშქარში ქართველთა მეფის ადგილს მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი – მიიღო თუ არა ქართველმა მეფემ მონაწილეობა მე-15 საუკუნეში ფლორენციის საბჭოს სხდომაში? – ეს ამბავი ჩვენს ისტორიაში უცნობია, თუმცა ამაზე ევროპული დოკუმენტები საუბრობენ!

ხელოვნების სასახლის სამეცნიერო ექსპედიციამ ირლანდიიდან ინგლისის სამეფო კანცელარიაში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული 20 წერილი ჩამოიტანა. ეს არის ელისაბედ პირველის, მარია ტიუდორის, ჰენრი მერვის საიდუმლო და სახელმწიფო ქაღალდების (საქმეების) ნაწილი, აქ საქართველოს სახელის დაფიქსირება ჩვენთვის მოულოდნელი, მაგრამ ფრიად სასიამოვნო აღმოჩნდა.

ხელოვნების სასახლეში ამ მასალის შესწავლა უკვე დაწყებულია, შეიძლება ითქვას იგი იმ პროექტის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ფონდ „ქართუს“ დახმარებით ვთარგმნეთ და გამოვეცით წიგნი „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“. წიგნის პრეზენტაცია გაზაფხულზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება, მანამდე, კი დროდ დრო თარგმნილ და მეცნიერულად დამუშავებულ ახალ ცნობებს ინგლისის მეფეთა კანცელარიიდან ჟურნალ “ისტორიანში” გამოვაქვეყნებთ.

მიხარია, რომ ხელოვნების სასახლე უკვე ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა! ამ ცნობით გილოცავთ ახალ 2018 წელს! მომავალს ჩვენთვის მეტი ძლიერება და მსოფლიო აღიარება მოეტანოს! პატივისცემით და სიყვარულით გიორგი კალანდია.”

უმნიშვნელოვანესი ცნობები საქართველოზე ჰენრი მერვეს დოკუმენტებში