Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოლანჟ ნოულესი გიორგი ქებურიას სათვალით

5 იანვარი, 2018

სოლანჟ ნოულესი გიორგი ქებურიას სათვალითგრემის მფლობელი მუსიკოსი და ხელოვანი Solange Knowles – სოლანჟ ნოულესი, ჟურნალ Surface Magazine-ის 2018 წლის პირველი გამოცემის ყდაზე მოხვდა.

სოლანჟი მსოფლიოში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიონსეს დაა. მან ფოტოგრაფ Andrew Zuckerman-ის ფოტოსესიისთვის ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზის სათვალით იპოზიორა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქებურიას ორიგინალური სათვალეებით უცხოელი ვარსკვლავები ინტერესდებიან. სოლანჟ ნოულესამდე ქართველი დიზაინერის სათვალეებით ფოტოსესიაზე რიანამ იპოზიორა.