Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავს

6 იანვარი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავსნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 9 იანვარს 14 საათზე „საახალწლო ნაძვის ხეზე“ აფხაზეთში დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შვილებს უმასპინძლებს.

საქველმოქმედო აქციაში მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიც მონაწილეობს.

პატარა მაყურებლის საახალწლო განწყობაზე ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები იზრუნებენ.

საახალწლო შოუს შემდეგ ზღაპრის გმირები ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.