Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარი ობოლაშვილი – დაიმახსოვრეთ ეს სახელი!

7 იანვარი, 2018

მარი ობოლაშვილი - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!ასე აფასებს ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია 14 წლის მევიოლინეს მარი ობოლაშვილს და მას უნიჭიერეს მუსიკოსს უწოდებს:

“ჩვენ, ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით მარიამის დახმარება.

ამ უნიჭიერეს ბავშვს სჭირდებოდა სულ რაღაც 600 ევრო ძალიან მნიშვნელოვან მასტერკლასზე გასამგზავრებლად და არცერთმა დაწესებულებამ, ფონდმა თუ ბიზნესმენმა საქართველოში არ მოინდომეს მისი დახმარება!!!!

სამაგიეროდ, მარიამს დაეხმარნენ მაიკის ინგლისელი კოლეგები და ჩაურიცხეს უმეტესი ნაწილი ამ თანხისა. მარიამს გადავეცით ეს თანხა და ის გაემგზავრა გერმანიაში.

დიდი წარმატებები მას და ჩვენ ვისწავლოთ ჩვენი ნიჭიერების დაფასება და ხელშეწყობა!

დაიმახსოვრეთ ეს სახელი – მარი ობოლაშვილი 14 წლის უნიჭიერესი მევიოლინე. დარწმუნებული ვართ, მსოფლიოს მაშტაბით დიდ აღიარებას მოიპოვებს.”