Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელტონ ჯონი კარიერას ასრულებს

25 იანვარი, 2018

ელტონ ჯონი ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პიანისტი სერ ელტონ ჯონი 50 წლიანი კარიერის შემდეგ, შემოქმედებით პენსიაზე გადის, რადგან საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დროის გატარება სურს.

მსმენელთან გამომშვიდობების პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. მსოფლიო ვარსკვლავი, რომელსაც მარტში 71 წელი უსრულდება, გამოსამშვიდობებელ საკონცერტო ტურნეს გამართავს და ის სამ წელს გაგრძელდება.

ტურს The Farewell Yellow Brick Road ეწოდება და ხუთივე კონტინენტს მოიცავს. კონცერტების სერია სექტემბერიდან ამერიკაში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

ტურნეს დასრულების დროს, ხელოვანის შვილები 8 და 10 წლისები იქნებიან. ელტონ ჯონის თქმით, მას არ სურს შვილების ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვოს.

როგორც მომღერალმა განაცხადა, იგი კვლავ გააგრძელებს სიმღერების და მუსიკალური ნაწარმოებების წერას, თუმცა კონცერტებს აღარ გამართავს.