Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ ქართველიშვილი: “ინტელიგენტებო, გამოდით!”

27 იანვარი, 2018

გურამ ქართველიშვილიისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი მოუწოდებს ინტელიგენციას გამოვიდეს და ეროვნულ უბედურებაზე ხმა ამოიღოს, რადგან დუმილი თანხმობის ნიშანია:

“ინწილიგენცია” – “ბიძინას ჯანყის” დროს მიტინგებზე მოქაქანე ინტელიგენტებო, გამოდით და დაგმეთ სოროსული ნარკოპოლიტიკა.

დუმილი ხომ თქვენი თანხმობაა ამ ეროვნულ უბედურებაზე? მაგრამ თქვენ გეშინიათ იმ ხელის, ვინც გაჭმევთ და რადგან გეშინიათ, გამოდის, რომ “ეს ჩვენი მეცენატიც” დირიჟორობს “თეთრ ხმაურს”… უფრო სწორად, “მეცენატის” ტყავში შემძვრალი ამომგდებელი, რომელიც ისეა გატრუნული ამ ყველაფერზე, როგორც თევზი და თქვენც არხეინად ჭყუმპალაობთ მის აკვარიუმში…

სირცხვილი, რომ ზედმეტი ბარგია თქვენთვის, ეგ თვითონვე დაუმტკიცეთ საზოგადოებას არაერთხელ, მაგრამ იმდენი ტვინი მაინც გეყოთ, რომ აღარ იყელყელაოთ, ბიძინასადმი მაამებლური ჟღურტულით ცისფერ ეკრანებზე.

ამჯერად ცუდად დაგიმახსოვრებთ ხალხი, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა და თქვენგან ისევ ნაღალატები…”