Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ნაკაშიძე: “უსამართლობა ზეიმობს!”

23 იანვარი, 2018

გიორგი ნაკაშიძეკინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და სახელმწიფოს მოუწოდებს დაპირებული სოციალური, ეკოლოგიური და უმუშევრობის პრობლემები გადაჭრას:

“უსამართლობა ზეიმობს, მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების არაადეკვატური ძალისმიერი, უმოწყალო, მდაბიო “სამართალი” ზეიმობს.

სახელმწიფომ აჯობებს ყველა იმ დაპირებულ სოციალურ, ეკოლოგიურ, უმუშევრობის პრობლემებს მიხედოს, რომლებიც დღითი-დღე საპნის ბუშტებივით სკდებიან.

სტაგნაცია ყველა დარგში!!! ხალხი პანტა-პუნტით გარბის ყოველდღე! დარჩებით მალე მარტოები თქვენს სავარძლებში სახელმწიფო მოხელეებო და უძლურო პარლამენტარებო!”