Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გინახავთ შუშის “ვეფხისტყაოსანი”?

26 იანვარი, 2018

ვეფხისტყაოსანინამდვილი მოვლენა მსოფლიო წიგნის ისტორიაში – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” შუშის წიგნად გამოიცა. მას არა დეკორატიული, არამედ გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. ორიგინალური წიგნის ავტორი ეთერ თედიაშვილია.

ინფორმაციას გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“გასაოცარი ამბავია – პირველად შეიქმნა მინის წიგნი, რომელსაც არა დეკორატიული, არამედ გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.

ასეთი რამ გერმანიაში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ ახლახანს სამშობლოში დაბრუნებულმა ქალბატონმა ეთერ თედიაშვილმა გააკეთა.

მინის წიგნში “ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე აფორიზმია შესული.

ქალბატონ ეთერს გეგმაში აქვს უფრო დიდი წიგნის შექმნა.

ნამუშევარი ქალბატონმა ეთერმა საჩუქრად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს გადასცა და წიგნის მუზეუმში გამოიფინება.

ნამდვილად დიდი მოვლენაა მსოფლიო წიგნის ისტორიაში.”