Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გადაარჩინეთ 130 წლის ისტორიული შენობა

30 იანვარი, 2018

აბაშის სკოლააბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაცხოვრისკარში ისტორიული შენობა დგას, რომელიც 130 წლისაა.

ინფორმაციას შენობის შესახებ

ავრცელებს და მისი გადარჩენის ინიციატივით გამოდის:

“ნახეთ როგორი ისტორიული სკოლის შენობა აქვს სოფელ მაცხოვრისკარს (აბაშის მუნიციპალიტეტი).

“საჯარო სკოლა სსიპ დანიელ თოფურიას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა. აშენებულია 1888 წელს (1933 წელს გაცემული სკოლის პასპორტი საფუძველზე) თავდაპირველად სკოლა იყო 2-წლიანი პედაგოგი იყო მღვდელი ჭანტურაია. რევოლუციის შემდეგ გახდა 4-წლიანი, 1933 წელს კი მიშენების შედეგად სკოლა გახდა 7-წლიანი. სკოლის სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა მაცხოვრისკარის შობის ტაძრისა და თავად ჯაიანის სახლის ფიცრები. თავდაპირველად სკოლას მოიხსენიებდნენ განათლების კარის სკოლად, 2 წლის უკან სკოლას მიენიჭა მაცხოვრისკარის სკოლის სახელი, 2017 წელს კი გახდა დანიელ თოფურიას სახელობის.”

დღეს, ცხადია სასკოლო/სასწავლო გამოწვევებს ვეღარ პასუხობს ეს შენობა და, როგორც გავიგე, გადაწყვიტეს დაშალონ და მის ადგილას ააშენონ ახალი სკოლის შენობა, ისეთი როგორიც სოფელს სჭირდება და უნდა ჰქონდეს კიდეც.

რომ არ ანგრევენ უკვე კარგია, მაგრამ რა ვქნა, ასეთი სამუზეუმოდ გამზადებული მეხსიერების ადგილები დასაშლელადაც მენანება. ნეტა სოფელში იქვე ახლოს არ არის ადგილი ახალი სკოლისთვის? ეს კი სოფლის მუზეუმად გადაეკეთებინათ, არაფორმალური განათლების ცენტრად, კინო-კლუბად, ან სოფლის კვლევით ცენტრად, სოფლის არქივად! რავი იდეებს რა დალევს… ძალიან მომწონს რა.

ან ნეტა სოფლის მაცოხვრებლები რას ფიქრობენ ამ შენობის აღებაზე? უნდათ, ენანებათ, არ აინტერესებთ? საინტერესოა.

პ.ს. ფოტო და ინფორმაცია მეგობარმა გამიზიარა. მე თვითონ, სამწუხაროდ, არ ვყოფივარ ამ სოფელში და ძალიანაც მომინდა ჩასვლა და ნახვა.”

გადაარჩინეთ 130 წლის ისტორიული შენობა