25 იანვარი, 2018

სოფო ტოროშელიძე: “პასუხისმგებლობა ჩვენზეა!”

სოფო ტოროშელიძე“ყველანაირი მიზანი და მიმართულება მეცვლება ტვინში! უფრო სწორად მიქრება!” – აცხადებს მომღერალი სოფო ტოროშელიძე და უარყოფითი ინფორმაციების სიმრავლით შეწუხებულია:

“ვერ ვიტან საჯარო პოსტებით რომ გამოვდივარ ხოლმე!!! მაგრამ ამდენი დაავადებული ადამიანის და ბავშვის ყურების შემდეგ, ყველანაირი მიზანი და მიმართულება მეცვლება ტვინში! უფრო სწორად მიქრება!

თითოეული დაავადებული ბავშვის პასუხისმგებლობა ჩვენზეა! ჩვენ გადაგდებულ ბიჩოკებში, ნაგავში, გაურემონტებელ და დაძველებულ მანქანებში, სამარშრუტო ტაქსების გამონაბოლქვებში და ჩვენივე დაბინძურებულ გარემოში! ყველა მოჭრილ ხეში, რომელიც მახინჯი კორპუსის გამო იჭრება!

ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მიზეზი და ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ ამ ყველაფერს!”