6 იანვარი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქველმოქმედო აქციას გამართავს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 9 იანვარს 14 საათზე „საახალწლო ნაძვის ხეზე“ აფხაზეთში დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შვილებს უმასპინძლებს.

საქველმოქმედო აქციაში მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიც მონაწილეობს.

პატარა მაყურებლის საახალწლო განწყობაზე ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები იზრუნებენ.

საახალწლო შოუს შემდეგ ზღაპრის გმირები ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ.