9 დეკემბერი, 2017

უარი გუჯა ბურდულს მედიკამენტების დაფინანსებაზე

მსახიობ გუჯა ბურდულის შვილი მაკა ბურდული ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის მერიამ მამას მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი უთხრა:

“თბილისის მერია მამას მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს ეუბნება.

მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკები საახალწლო პრემიების მოლოდინში რას არ სჩადიან.

დავრეკე და მითხრეს, სამაგიეროდ, ადრე დედა დავაფინანსეთო.”