25 დეკემბერი, 2017

თბილისში ROOMS HOTEL იწვის

თბილისის შუაგულში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ROOMS HOTEL იწვის.

ინფორმაციას თამუნა შენგელია ავრცელებს:

“SOS! ROOMS იწვის”.

სასტუმროდან ხალხი ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

ადგილზე იმყოფება რამდენიმე სახანძრო მანქანა და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა.