21 დეკემბერი, 2017

სუხიშვილების სპეციალური განცხადება

ანსამბლი “სუხიშვილები” 28 იანვარს ბერლინში კონცერტს გამართავს. სამ კონცერტისთვის დამზადებული აფიშა ქართველების გრუზინებად მოხსენიების გამო სრულიად სამართლიანად გააკრიტიკეს.

“სუხიშვილებმა” ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

“გვინდა გამოვეხმაუროთ ბერლინში დაგეგმილი ჩვენი კონცერტის აფიშაზე საქართველოს Grusien-ად მოხსენიების ფაქტს და გაცნობოთ რომ სამწუხაროდ აფიშის დიზაინი ანსამბლის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და ის ჩვენც სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ.

გარწმუნებთ, რომ თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა აღშფოთებულნი ვართ ამ ფაქტით!

ჩვენ უკვე დავუკავშირდით ბერლინში ჩვენი კონცერტის ორგანიზატორ საპროდიუსერო კომპანიას, მოვითხოვეთ შეცდომის გასწორება და მივიღეთ პირობა რომ უახლოვეს დღეებში მოხდება ამ აფიშების ახლით ჩანაცვლება.”