3 დეკემბერი, 2017

“სად შევცდით? იქ, სადაც შვილებს დავანახეთ რომ თავმდაბლობა ,,ბანძობაა”, სიკეთე ,,გოიმობა”

– სად შევცდით? იქ, სადაც შვილებს დავანახეთ რომ თავმდაბლობა ,,ბანძობაა”, სიკეთე ,,გოიმობა”, კაცთმოყვარეობა და მეგობრობა მხოლოდ დოლარის ფერით განისაზღვრება, – ასე მიაჩნია მომღერალ მაგდა ჯოხაძეს:

“როგორც მშობელი, საშინლად გულდამძიმებული ვარ ორი ანგელოზის გარდაცვალებით, ვწუხვარ, ვიზიარებ და შევიგრძნობ, არ არის იმ სიტყვების ზუსტი გამოხატულება, რასაც სულიერად ვგრძნობ და განვიცდი.

მთელი დღეა სოც-ქსელში სკანდირებს სხვადასხვა მოსაზრება, რომ სკოლა, პედაგოგი, დირექტორი და რელიგიის სწავლება აუცილებელი პირობაა მოზარდის სულიერი აღზრდისთვის.

კი გეთანხმებით, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ სანამ ჩვენი შვილები სოციუმში გაერევიან, მანამდე ჩვენი შვილები ნებით თუ უნებლიეთ ჩვენგან, ანუ მშობლებისგან ითვისებენ კარგს თუ ცუდს.

გადიდგულებულულნი ისეთ ამპარტავნებაში და ხიბლში ვართ, საკუთარი ნაშობის აღზრდა, დაძინებაც გვეზედმეტება, გვეზარება და მათთვის დროის დათმობაც ფუჭ დროის ხარჯვად მიგვაჩნია. გადავაბარეთ ძიძებს, რომლებიც ვერასდროს შეასწავლიან შენი ოჯახის სულიერ ღირებულებებს. თაობები იზრდება, გული უცივდებათ, იზრდებიან პასუხგაუცემელი კითხვებით, დეპრესიული, გაბოროტებულნი. ვერევით, ვაოკებთ, სანამ პატარები არიან შემდეგში კი ვიღებთ ცივსისხლიან ჯალათებს, რომლებიც მშობლებმა გამოვაშუშეთ შეუქმენით ძვირფასი საინკუბაციო პერიოდი.

სად შევცდით? იქ, სადაც შვილებს დავანახეთ რომ თავმდაბლობა ,,ბანძობაა”, სიკეთე ,,გოიმობა”, კაცთმოყვარეობა და მეგობრობა მხოლოდ დოლარის ფერით განისაზღვრება. ჰა, მშობლებო, ვისი ბრალია?

თითეული მშობლის ბრალია მკვლელიც და მოკლულის სისხლიც. ერთნაირად დარდაიცვლილია ორივე მხარე, რომელთაც მხოლოდ ერთი, გაუბედურებული მხარე ეწოდება. სანამ სიკვდილი და უბედურება კარზე პირადად არ მოგვიკაკუნებს, სხვის მაგალითს არასდროს ვიღებთ ხმას.

ვაი ერო!!! სულიერება და ადამიანობაა ადამიანის არსი. შვილის აღზრდას ნუ აიგივებთ შინაური ცხოველის გაზრდასთან. ნუ გავზრდით ისეთებს, რომლებიც საკუთარი მშობლის ,,ხაშლამას” გაიმზადებს ვახშმად. ვისწავლოთ ადამიანობა, რომ საკუთარი კარგი ადამიანობით შვილებისთვის ვიყოთ სამაგალითო ადამიანები.”