“რაც შეეხება ჩემს “არას”, რომელიც მან მიიღო თავის დროზე “იქს ფაქტორში”…

"რაც შეეხება ჩემს "არას", რომელიც მან მიიღო თავის დროზე "იქს ფაქტორში"...მომღერალი სოფო ტოროშელიძე გერმანულ “ვოისში” ნათია თოდუას გამარჯვებას ეხმაურება და ქართულ “იქს ფაქტორს” იხსენებს, სადაც მან ნათიას “არა” უთხრა:

“ვულოცავ, პირველ რიგში, ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს!

ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება!

რაც შეეხება ჩემს “არას”, რომელიც მან მიიღო თავის დროზე “იქს ფაქტორში”, ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!

ასე რომ, ვულოცავ მთელი გულით ყველას!”