Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რატომ ხდება ასეთი ფაქტები?”

24 დეკემბერი, 2017

"რატომ ხდება ასეთი ფაქტები?"პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა.

მომხდარს მისი კოლეგები და მეგობრები ეხმაურებიან და ძალადობას გმობენ.

მარიამ წიკლაური, მწერალი:

“დილით შევიტყვე პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამბავი პოლიციის წუხანდელი რეიდის დროს. ამ მასალების გაცნობისას სოფელ ქისტაურში მომხდარი ამბავზე ინფორმაცასაც გადავეყარე – პოლიციის ჩხრეკის მსხვერპლია ახალგაზრდა ქალი.

სახელმწიფო, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ მოქალაქეები და საზოგადოება თუ პირიქით, უნდა ცემოთ, დაასახიჩროთ და ჩააძაღლოთ ადამიანები? გაერკვიეთ, ვინ ხართ და რა გსურთ!
არასდროს, არცერთ მთავრობას არ შერჩენია ასეთი უსამართლო მეთოდებით მოპოვებული ძალაუფლება! რატომ გაიზარდა ასე აგრესია პოლიციიის მხრიდან? რატომ ხდება ასეთი ფაქტები? ვითხოვთ პასუხს!”

შოთა იათაშვილი, პოეტი:

“ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, მერე გიო ძამუკაშვილი და მაგის ბიჭი ამოვიდნენ ორი გიტარით და უკრავდნენ და მღეროდნენ. და რითი დამთავრებულა… ტანსაცმელზე აუხირდნენო, ეგეთი ხმა გამოდის. ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო. მეც წითელი კურტკა მაქვს, ისე. წინა დღეს ვხალისობდით მაგაზე.”

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელი:

“ეს წააკითხეთ მათ, ვინც ახლახანს დაანონსებულ რეიდებს და საერთოდ პოლიციურ სახელმწიფოს მიესალმება. ვიდეოთვალთვალის მოყვარულებიც მომიკითხეთ.

სკოლებში ყოველ დღე ჩხრეკა არ დაგავიწყდეთ კიდევ და მეტალის დედექტორებში რომ გაივლიან ბავშვები ყოველდღე – კარგი და ტკბილი ადამიანები გაიზრდებიან, განათლებულები, კულტურულები.”

ტორესა მოსი, მწერალი:

“კულტურის სამინისტროში მწერლებთან შეხვედრის მეორე დღე დაიწყეს იმით, რომ მთავრობის მედროშე სოციალისტები მოგვისიეს ორგანიზებულად და დააგვირგვინეს იმით, რომ პოეტი აცემინეს პოლიციას. ასე აპირებთ გაგრძელებას? არ გაგივათ.”