Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რატომ გვაიძულებენ ჩვენც დავკარგოთ ადამიანობა?!”

26 დეკემბერი, 2017

"რატომ გვაიძულებენ ჩვენც დავკარგოთ ადამიანობა?!"– რა ქვია ამას? სამართალი სად არის? ადამიანობა სად არის? ვიშრომეთ, ვიწვალეთ, ღამეები ვათენეთ და რა? რატომ გვაიძულებენ ასეთი “ადამიანები”, რომ ჩვენც დავკარგოთ ადამიანობა და არაადამიანურად მოვიქცეთ?! – კითხულობს მომღერალი სალომე ტეტიაშვილი:

“24 დეკემბრის 22:00-დან (ყოფილ) სამსახურში ვარ, ამ წუთამდე და რამდენი საათი ვიქნები კიდევ კაცმა არ იცის… (იქამდე, სანამ არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნას).

ჩემთან ერთად კიდევ 20 ადამიანია აქ იმის გამო, რომ ჩვენი კუთვნილი ანაზღაურება ავიღოთ, რაც წესით, ერთი თვის უკან უნდა აგვეღო… არა საჭმელი, არა სასმელი, არა ძილი, არა დაბანა, ან ტანსაცმლის გამოცვლა…

შევესწარი ისეთ სცენებს, როგორსაც არასოდეს შევსწრებივარ… ლეწვა-მტვრევიდან დაწყებული, ნერვული შეტევებით დამთავრებული, ვიგრძენი შიში იმის, რომ ადამიანი ხელში გაკვდება, ვხედავთ და ვუძლებთ იმას, თუ როგორ ნერვიულობენ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრები და ვის გამო?

უცხოეთიდან ჩამოსული ბიზნესმენის გამო, რომელსაც ამდენი ხანი ვითვალისწინებდით, ანგარიშს ვუწევდით და ამ ყველაფრის მიუხედავად სწამს იმის, რომ ამდენი ხალხი ამუშავა მონებივით და ფულს არ გადაუხდის… რომელიც ჩვენი შეკრებიდან 21 საათში მოდის და გვთავაზობს ასაღები ხელფასის 20%-ს, ალბათ იმ იმედით, რომ დროებით გაგვაჩუმებს…

რა ქვია ამას? სამართალი სად არის? ადამიანობა სად არის? ვიშრომეთ, ვიწვალეთ, ღამეები ვათენეთ და რა? რატომ გვაიძულებენ ასეთი “ადამიანები”, რომ ჩვენც დავკარგოთ ადამიანობა და არაადამიანურად მოვიქცეთ?!”